logo
ENG



ვაშაძე: წერილში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლება საეჭვო ბიზნესმენებს მფარველობს

16 მაი 202014:13
3 წუთის საკითხავი
 

მაიკ პომპეოსადმი გაგზავნილ წერილს აფასებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი განცხადებით, სენატორები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს საქართველოში არსებულ მძიმე მდგომარეობას აცნობენ. 

მისივე განცხადებით, წერილს ხელს აწერს 2016 წელს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ტედ კრუზი, რაც საკითხის მაღალ დონეზე შესრულებას ნიშნავს.

„პირველ რიგში, ხელს აწერს ამ წერილს 2016 წელს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ტედ კრუზი. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მაღალ დონეზეა აწეული თვითონ ეს საკითხი. მთავარი გზავნილებია: 1. საქართველო ხელს უშლის ამერიკულ ინვესტიციებს ქვეყანაში. ეს არის საგანგაშო და კატასტროფა, ანუ სამუშაო ადგილები არ შეიქმნება და ძალიან ბევრი პრობლემა გვექნება; 2. ის მფარველობს საეჭვო წარმომავლობის ბიზნესმენებს“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლის ხათუნა სამნიძის განცხადებით წერილში პირდაპირ წერია, რომ ივანიშვილს რუსეთის მთავრობასთან პირდაპირი კონტაქტები აქვს რუსეთთან.

„ეს კონკრეტული წერილი არის ძალიან მკაფიო, პირდაპირი და მძიმე, რადგან აქ არის პირდაპირი ბრალდებები უკვე და პირდპირააა ხაზგასმული, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს პირდაპირი კონტაქტები აქვს რუსეთთან“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის წევრი“ ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დასავლელი პარტნიორების წერილებს ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 

„გზავნილები, რომელიც მოდის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესიდან, სენატიდან, ევროპარლამენტიდან და საერთოდ დასავლელი პარტნიორებისაგან, ხელისუფლებისთვის ძალიან საგანგაშო სიგნალია. თუ დროულად არ მოვა ხელისუფლება გონს ეს მისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ. კონგრესმენები წერილში საქართველოში ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.


close დახურვა